საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს 2001 წლის საიმიგრაციო კვოტის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. დამტკიცდეს „იმიგრაციის შესახებ“ საქართველოს 1993 წლის 27 ივლისის კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად 200 ერთეულით განსაზღვრული საქართველოს 2001 წლის საიმიგრაციო კვოტა.
2. ამ დადგენილებით დამტკიცებული საიმიგრციო კვოტა გამოიყენება იმ პირთა მიმართ, რომელთა განცხადებები საქართველოში იმიგრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ წარდგენილია 2000 ან 2001 წელს და იმყოფება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმოებაში.
3. 2001 წლის 1 ოქტომბრამდე აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მოამზადოს კანონპროექტი „საიმიგრაციო კვოტის განსაზღვრის წესის შესახებ“.
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი.
თბილისი,
2001 წლის 23 მაისი.
№875–IIს