,,ექსტრადაციის შესახებ“ ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის რატიფიცირების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
730
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2001-02-16
გამოქვეყნების თარიღი
2001-03-27
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
,,ექსტრადაციის შესახებ“ ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის რატიფიცირების თაობაზე

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

,,ექსტრადაციის შესახებ“ ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის რატიფიცირების თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. რატიფიცირებულ იქნეს  1957 წლის ,,ექსტრადაციის შესახებ” ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმი.

2. საქართველო აცხადებს, რომ არ უერთდება ოქმის I თავს და უფლებას იტოვებს გადაწყვიტოს ექსტრადაციის დაშვების საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

3. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს იურისდიქციის სრულ აღდგენამდე საქართველო იხსნის პასუხისმგებლობას აღნიშნულ ტერიტორიებზე ,,ექსტრადაციის შესახებ“ ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე              ზურაბ ჟვანია

თბილისი,

2001 წლის 16 თებერვალი.

№730-IIს

კრებსითი — სრული ვერსია