„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 28 დეკემბრის კანონის შესრულების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
738
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2001-02-28
გამოქვეყნების თარიღი
2001-03-06
სარეგისტრაციო კოდი
00000.00.00.000000
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 28 დეკემბრის კანონის შესრულების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 28 დეკემბრის კანონის შესრულების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 28 დეკემბრის კანონის შესრულების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დადგენილების ტექსტში სიტყვა „აპრილისა“ შეიცვალოს სიტყვით „ივნისისა“, ხოლო ტექსტი ჩაითვალოს პირველ პუნქტად.

2. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2–4 პუნქტები:

„2. დაევალოთ საქართველოს ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს უზრუნველყონ იმ პირთა ინფორმირება, რომლებზედაც ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი და ხელი შეუწყონ მათ გამოცხადებას შესაბამის ორგანოებში.

3. საქართველოს პროკურატურამ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყონ ოფიციალური წერილობითი შეტყობინების გადაცემა იმ პირებისათვის, რომლებზედაც ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი.

4. დაევალოს საქართველოს ტელევიზიასა და რადიომაუწყებლობას პერიოდულად გააშუქოს „ამ-ნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი მისი მოქმედების განმავლობაში.“

II. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე     გ. წერეთელი

თბილისი,

2001 წლის 28 თებერვალი.

№738-IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია