საქართველოს ეროვნული ბანკის 2000 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის დანიშვნის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
669
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2000-12-08
გამოქვეყნების თარიღი
2000-12-27
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
საქართველოს ეროვნული ბანკის 2000 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის დანიშვნის თაობაზე

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს ეროვნული ბანკის 2000 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის დანიშვნის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს ეროვნული ბანკის 2000 წლის ანგარიშგების აუდიტორად დაინიშნოს საერთაშორისო აუდიტორული ფირმა „ქეი-ფი-ემ-ჯი“.

2. დაევალოს საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშგების დამოუკიდებელ აუდიტორთა შერჩევის სატენდერო კომისიას, შეარჩიოს და საქართველოს ეროვნული ბანკის აუდიტში ჩართოს საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ სერტიფიცირებული 3 კვალიფიციური აუდიტორი.

3. საქართველოს ეროვნული ბანკის აუდიტორული შემოწმების სრული ღირებულება განისაზღვროს 195.432 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარებში.

4. საქართველოს ეროვნული ბანკის 2000 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის ხარჯები გასწიოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.

5. დაევალოს საქართველოს ეროვნულ ბანკს, საერთაშორისო აუდიტორულ ფირმა „ქეი-ფი-ემ-ჯი“-სთან გააფორმოს ხელშეკრულება.

6. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე                                 ზ. ჟვანია

თბილისი,

2000 წლის 8 დეკემბერი.

№669–Iს

კრებსითი — სრული ვერსია