კავშირგაბმულობის საერთაშორისო სატელიტურ ორგანიზაცია „ინტელსატთან“ დაკავშირებულ შეთანხმებასთან შეერთების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
574
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2000-10-27
გამოქვეყნების თარიღი
2000-11-09
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
კავშირგაბმულობის საერთაშორისო სატელიტურ ორგანიზაცია „ინტელსატთან“ დაკავშირებულ შეთანხმებასთან შეერთების თაობაზე

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

კავშირგაბმულობის საერთაშორისო სატელიტურ ორგანიზაცია „ინტელსატთან“ დაკავშირებულ შეთანხმებასთან შეერთების თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველო შეუერთდეს კავშირგაბმულობის საერთაშორისო სატელიტურ ორგანიზაცია „ინტელსატთან” დაკავშირებულ შეთანხმებას.

2. ეთხოვოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, უმოკლეს ვადაში ჩაატარონ ტენდერი ინვესტორის გამოსავლენად.

3. საქართველოს პარლამენტმა ტენდერის ჩატარების ყველა ეტაპზე განახორციელოს შესაბამისი კონტროლი, რათა გამოვლინდეს საოპერაციო ხელშეკრულების „ხელმომწერი”, რომელსაც დაეკისრება გადასახადის გადახდა „ინტელსატში”.

4. „ხელმომწერის” შერჩევისას ერთ-ერთ ძირითად კრიტერიუმად მიჩნეულ იქნეს სახელმწიფოს მაქსიმალური წილობრივი მონაწილეობის უზრუნველყოფა.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე            ზ. ჟვანია

თბილისი,

2000 წლის 27 ოქტომბერი.

№574 –Iს

კრებსითი — სრული ვერსია