სკოლამდელ დაწესებულებებში, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სავალდებულო ჯანმრთელობის ცნობების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
520
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2000-09-28
გამოქვეყნების თარიღი
2000-10-06
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
სკოლამდელ დაწესებულებებში, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სავალდებულო ჯანმრთელობის ცნობების შესახებ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

სკოლამდელ დაწესებულებებში, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სავალდებულო ჯანმრთელობის ცნობების შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. სკოლამდელ დაწესებულებებში, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სავალდებულო ჯანმრთელობის ცნობების (ფორმა №086-ს, ფორმა №027-ს, ფორმა №026) წარდგენის მოთხოვნა ჩაითვალოს მიზანშეწონილად.

2. ეთხოვოთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და განათლების სამინისტროს მოამზადონ სათანადო ცვლილებები შესაბამის ნორმატიულ აქტებში შესატანად.

3. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2000 წლის 15 ნოემბრამდე საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთობლივად შემუშავებული წინადადებები ქვეყანაში ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის მონიტორინგის პროგრამის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე ზ. ჟვანია

თბილისი,

2000 წლის 28 სექტემბერი.

№520–Iს

კრებსითი — სრული ვერსია