საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს 2000 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
„საქართველოს 2000 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 10 მარტის №203-IIს დადგენილების მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მიმოქცევაში ნაღდი ფულის ზრდისა და ინფლაციური მოლოდინის გაძლიერების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაკრედიტება განაპხორციელოს „საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მაჩვენებლის შესაბამისად, იმავე კანონის მე-19 მუხლის მე-16 პუნქტის გათვალისწინებით;“.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ზ. ჟვანია
თბილისი,
2000 წლის 24 მარტი.
№245–IIს