საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოკვლევის საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
214
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2000-03-10
გამოქვეყნების თარიღი
2000-03-22
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოკვლევის საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის შესახებ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოკვლევის საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. შეიქმნას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოკვლევის საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია.

2. კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს ერთი წლით.

3. კომისიის შემადგენლობა განისაზღვროს 15 წევრით.

4. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კომისიის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომას დასამტკიცებლად წარუდგინოს კომისიის შემადგენლობა.

5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე ზ. ჟვანია

თბილისი,

2000 წლის 10 მარტი

№214–IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია