საქართველოს მთავრობის
დადგენილება №63
2010 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდის განკარგვის თაობაზე
მუხლი 1.
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული „წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან“ თანხის გამოყოფა განხორციელდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, თუ აღნიშნული თანხა არ აღემატება 100 000 ლარს.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური