უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეებისა და საზღვარგარეთ არსებულ ეროვნულ ფასეულობათა დაბრუნების საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
113
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1999-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2000-01-12
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეებისა და საზღვარგარეთ არსებულ ეროვნულ ფასეულობათა დაბრუნების საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის შესახებ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეებისა და საზღვარგარეთ არსებულ ეროვნულ ფასეულობათა დაბრუნების საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. შეიქმნას უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეებისა და საზღვარგარეთ არსებულ ეროვნულ ფასეულობათა დაბრუნების საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია.

2. კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს ერთი წლით.

3. კომისიის შემადგენლობა განისაზღვროს 15 წევრით.

4. კომისიის თავმჯდომარემ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომას დასამტკიცებლად წარუდგინოს კომისიის შემადგენლობა.

5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე                                         ზ. ჟვანია.

თბილისი,

1999 წლის 28 დეკემბერი.

№113 –რს

 

კრებსითი — სრული ვერსია