ცხინვალის რეგიონის პრობლემების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
ცხინვალის რეგიონის პრობლემების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. შეიქმნას ცხინვალის რეგიონის პრობლემების შემსწავლლი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია.
2. კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს ერთი წლით.
3. კომისიის შემადგენლობა განისაზღვროს 15 წევრით.
4. კომისიის თავმჯდომარემ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომას დასამტკიცებლად წარუდგინოს კომისიის შემადგენლობა.
5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ზ. ჟვანია.
თბილისი,
1999 წლის 28 დეკემბერი.
№111–რს