საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კოსოვოში თურქეთის რესპუბლიკის სამშვიდობო ბატალიონის შემადგენლობაში გასაგზავნი ქართული სამშვიდობო ოცეულის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. რატიფიცირებულ იქნეს „საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კოსოვოში თურქეთის რესპუბლიკის სამშვიდობო ბატალიონის შემადგენლობაში გასაგზავნი ქართული სამშვიდობო ოცეულის შესახებ“ 1999 წლის 19 აგვისტოს შეთანხმება.
2. საქართველოს მხარე უფლებას იტოვებს, რომ კოსოვოში, თურქეთის რესპუბლიკის სამშვიდობო ბატალიონის შემადგენლობაში გასაგზავნი ქართული სამშვიდობო ოცეულის მეთაური საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს დაუკვშირდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ზ. ჟვანია.
თბილისი,
1999 წლის 28 დეკემბერი.
№109 –რს