საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში ფრაქციათა ზღვრული წარმომადგენლობის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
33
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1999-11-26
გამოქვეყნების თარიღი
1999-12-14
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში ფრაქციათა ზღვრული წარმომადგენლობის შესახებ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში ფრაქციათა ზღვრული წარმომადგენლობის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში ფრაქციათა ზღვრული წარმომადგენლობა (თან ერთვის).

 

 საქართველოს პარლამენტის

 თავმჯდომარე ზ. ჟვანია.

 თბილისი,

 1999 წლის 26 ნოემბერი.

 №33–Iს

 დანართი

საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში ფრაქციათა ზღვრული წარმომადგენლობა

პარლამენტის კომიტეტების შემადგენლობა განისაზღვრება შესაბამისად 23, 21, 17 და 15 წევრით.

23 წევრიანი კომიტეტი:

1. დარგობრივი ეკონომიკის.

21 - წევრიანი კომიტეტები:

1. იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების;

2. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის;

3. საფინანსო-საბიუჯეტო.

17 - წევრიანი კომიტეტები:

1. აგრარულ საკითხთა;

2. ეკონომიკური პოლიტიკის;

3. საგარეო ურთიერთობათა;

4. თავდაცვისა და უშიშროების;

5. თვითმმართველობისა და რეგიონალური პოლიტიკის;

6. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა;

7. გადასახადებისა და შემოსავლების.

15 - წევრიანი კომიტეტები:

1. ადამიანის უფლებათა დაცვის, მოქალაქეთა პეტიციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის;

2. საპროცედურო საკითხთა და წესების;

3. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების;

4. ეროვნულ ურთიერთობათა და სამოქალაქო ინტეგრაციის;

5. მთიანი რეგიონებისა და განსახლების.

პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობიდან ფრაქციათა ხვედრითი წილი შეადგენს: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი – 49.7% (117 წევრი), საქართველოს რეგიონები-მაჟორიტარი – 7.6% (18 წევრი), მრეწველები – 6.3% (15 წევრი), ტრადიციონალისტი – 5.9% (14 წევრი), აღორძინება – 5.5% (13 წევრი), სოციალისტი – 5.5% (13 წევრი), აფხაზეთი – 4.6% (11 წევრი), XXI საუკუნე – 4.2% (10 წევრი), ერთიანი საქართველო – 4.2% (10 წევრი).

 

N

ფრაქციის დასახელება

23 წევრი

21 წევრი

17 წევრი

15 წევრი

1.    

2.    

მოქალაქეთა კავშირი

12

10

8

7

3.    

4.    

საქართველოს რეგიონები - მაჟორიტარი

2

2

1

1

5.    

6.    

მრეწველები

2

2

1

1

7.    

8.    

ტრადიციონალისტი

1

1

1

1

9.    

10.    

აღორძინება

1

1

1

1

11.    

12.    

სოციალისტი

1

1

1

1

13.    

14.    

აფხაზეთი

1

1

1

1

15.    

16.    

ერთიანი საქართველო

1

1

1

1

17.    

18.    

XXI საუკუნე

1

1

1

1

19.    

20.    

დამოუკიდებლები

1

1

1

 

 

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან და ფრაქციების რაოდენობიდან გამომდინარე, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, მისი მოადგილეები და ფრაქციათა თავმჯდომარეები, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები არ არიან უფლებამოსილნი გაწევრიანდნენ კომიტეტებში, სმკ-ს უფლება აქვს ორ კომიტეტში გააწევრიანოს პარლამენტის 21 წევრი (ყველა კომიტეტში ერთად – 133 წევრი), საქართველოს რეგიონები–მაჟორიტარს – 3 წევრი (ყველა კომიტეტში ერთად 20 წევრი), მრეწველებს – 6 წევრი (ყველა კომიტეტში ერთად 20 წევრი), ტრადიციონალისტს – 3 წევრი (ყველა კომიტეტში ერთად 16 წევრი), აღორძინებას – 4 წევრი (ყველა კომიტეტში ერთად 16 წევრი), სოციალისტს – 4 წევრი (ყველა კომიტეტში ერთად 16 წევრი), აფხაზეთს – 7 წევრი (ყველა კომიტეტში ერთად 16 წევრი), ერთიან საქართველოს – 8 წევრი (ყველა კომიტეტში ერთად 16 წევრი), XXI საუკუნეს – 7 წევრი (ყველა კომიტეტში ერთად 16 წევრი).

 

კრებსითი — სრული ვერსია