საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის შრომის ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
2308
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1999-07-22
გამოქვეყნების თარიღი
1999-08-11
სარეგისტრაციო კოდი
00000000.00.000.000000
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის შრომის ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის შრომის ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის შრომის ანაზღაურების ყოველთვიური დანამატი განისაზღვროს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობრივი განაკვეთის  50%-ის ოდენობით.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 6 მარტის №131–IIს დადგენილების მე-2 პუნქტი.

3. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის შრომის ანაზღაურების დამატებითი დაფინანსება განხორციელდეს 1999 წელს პარლამენტის არჩევნებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებიდან, ხოლო 2000 წელს გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსებაში.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე ე. სურმანიძე

თბილისი,

1999 წლის 22 ივლისი.

№2308–რს

კრებსითი — სრული ვერსია