`საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაციას შორის დადებული განვითარების საკრედიტო ხელშეკრულების `სასამართლო რეფორმის პროექტი~ რატიფიცირების თაობაზე~

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
2275
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1999-07-22
გამოქვეყნების თარიღი
1999-07-28
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
`საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაციას შორის დადებული განვითარების საკრედიტო ხელშეკრულების `სასამართლო რეფორმის პროექტი~ რატიფიცირების თაობაზე~

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაციას შორის დადებული განვითარების საკრედიტო ხელშეკრულების „სასამართლო რეფორმის პროექტი“ რატიფიცირების თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. რატიფიცირებულ იქნეს ქ. ვაშინგტონში 1999 წლის 30 ივნისს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაციას შორის დადებული განვითარების საკრედიტო ხელშეკრულება „სასამართლო რეფორმის პროექტი“.

2. ხელშეკრულების შესრულების გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მიზნით შეიქმნას კომისია პარლამენტის წევრების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების შემადგენლობით.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე ე. სურმანიძე

თბილისი,

1999 წლის 22 ივლისი.

№2275–რს

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია