საქართველოს მთავრობის
დადგენილება №58
2010 წლის 23 თებერვალი
ქ. თბილისი
პროგრამა ,,ცოდნის კარის“ ფარგლებში არსებული ასიგნებების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განკარგვის შესახებ
მუხლი 1. უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურაში 2010-2011 და 2011-2012 სასწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტების გრანტით დაფინანსებისა და სხვა საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ასევე საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაფინანსების მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განვითარებისა და რეფორმების ფონდის ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 დეკემბრის №970 ბრძანებულების მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ წლიური საბიუჯეტო კანონით – პროგრამა „ცოდნის კარის“ ფარგლებში არსებული ასიგნებები მიმართოს უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურაში 2010-2011 და 2011-2012 სასწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტების გრანტით დაფინანსების, სხვა საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობისა და სასწავლო-სამაგისტრო და სხვა სასწავლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განვითარებისა და რეფორმების ფონდის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნებისა და ასევე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაფინანსებისათვის.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის დადგენილება №12 – ვებგვერდი, 20.01.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 მარტის დადგენილება №137 – ვებგვერდი, 24.03.2011წ.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის დადგენილება №12 – ვებგვერდი, 20.01.2011წ.
2. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 მარტის დადგენილება №137 – ვებგვერდი, 24.03.2011წ.