,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
55
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-02-23
გამოქვეყნების თარიღი
2010-02-26
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №55

2010 წლის 23 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საქართველოს  ფინანსთა  სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ,,საქარ­თველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესა­ხებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით (სსმ, 2004 წელი, III ნაწილი, №54, მუხლი 462) დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულე­ბაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ.ე) შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეებს, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეს – აუდიტის დეპარტამენტის უფროსს, შემოსავლების სამსახურის განსაკუთ­რებული ნიშნის მიხედვით შექმნილი სტრუქტურული ქვედანა­ყოფის უფროსის მოადგილეს და შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფრო­სებს;“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი            ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია