საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ კონვენციისა და „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ ოქმის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველო შეუერთდეს „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციასა და „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1967 წლის 31 იანვრის ოქმს.
2. „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ კონვენციის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, ეს კონვენცია მოქმედებს მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, რომელზედაც ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე ე. სურმანიძე
თბილისი,
1999 წლის 28 მაისი.
№1996–IIს