საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს რესპუბლიკასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის (თბილისის აეროპორტის რეკონსტრუქციის პროექტი) საგარანტიო შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. რატიფიცირებულ იქნეს „საქართველოს რესპუბლიკასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის (თბილისის აეროპორტის რეკონსტრუქციის პროექტი)“1995 წლის 13 ივლისის საგარანტიო შეთანხმება.
2. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს და საქართველოს კონტროლის პალატას, დეტალურად შეისწავლონ აღნიშნული კრედიტის ხარჯვისა და მის კანონიერებაზე პასუხისმგებელი პირების საკითხი და პარლამენტს ორი კვირის ვადაში წარუდგინონ სათანადრ ინფორმაცია.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე ე. სურმანიძე
თბილისი,
1998 წლის 30 ოქტომბერი
№1673–I ს