საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოსა და თურქმენეთს შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ ხელშეკრულების რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
რატიფიცირებულ იქნეს „საქართველოსა და თურქმენეთს შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ 1996 წლის 20 მარტის ხელშეკრულება.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე გ. კობახიძე
თბილისი,
1998 წლის 15 ოქტომბერი.
№1653–I ს.