საქართველოს დასახლებულ პუნქტებში გამწვანების ზონების, პარკების, ბაღებისა და სკვერების დაცვის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
1538
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1998-07-17
გამოქვეყნების თარიღი
1998-07-30
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
საქართველოს დასახლებულ პუნქტებში გამწვანების ზონების, პარკების, ბაღებისა და სკვერების დაცვის შესახებ

საქართველოს პარლამენტის  დადგენილება

 საქართველოს დასახლებულ პუნქტებში გამწვანების ზონების, პარკების, ბაღებისა და სკვერების დაცვის შესახებ

 საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. სასწრაფოდ აღიკვეთოს საქართველოს დასახლებულ პუნქტებში გამწვანების ზონების (მწვანე მასივები), პარკების (მათ შორის, კულტურის ძეგლთა კატეგორია), ბაღებისა და სკვერების ხელყოფა მათი საზღვრების ფარგლებში და მიმდებარე ტერიტორიებზე.

2. დაუყოვნებლივ შეწყდეს ყოველგვარი მშენებლობა და ლანდშაფტის იერსახის შეცვლა საქართველოს იმ პარკებში, რომლებიც კულტურის ძეგლთა კატეგორიას განეკუთვნება.

3. საქართველოს პარკებში, ბაღებსა და სკვერებში, სადაც უკანონოდ აშენდა ან შენდება მათთვის შეუფერებელი ფუნქციის მქონე ნაგებობები, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოხდეს ამ ნაგებობათა ლიკვიდაცია. სხვა შემთხვევებში შეიცვალოს ამ ნაგებობების ფუნქცია პარკის, ბაღისა და სკვერის სასიკეთოდ.

4. მკაცრად დაისვას იმ თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც გასცეს ბაღ-პარკების (განსაკუთრებით კულტურის ძეგლთა კატეგორიის) ტერიტორიებზე ფართობების გამოყოფის ნებართვა მშენებლობებისა და სხვა მიზნით.

5. ქ. თბილისის მერმა ბ. შოშიტაიშვილმა მიიღოს გადამწყვეტი ზომები და მდგომარეობის გამოსასწორებლად დედაქალაქის გამწვანების ზონებში, პარკებში, ბაღებსა და სკვერებში სხვადასხვა მშენებლობებისა და ლანდშაფტის იერსახის შეცვლასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები შეუსაბამოს ქ. თბილისის გენერალურ გეგმას.

6. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე ზ. ჟვანია.

 თბილისი,

1998 წლის 17 ივლისი.

№1538–რს

 

კრებსითი — სრული ვერსია