„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
48
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-02-19
გამოქვეყნების თარიღი
2010-02-25
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №48

2010 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქარ­თვე­ლოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, №54, მუხლი 460) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს დამატებები და 41 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები:

„ლ) საჯარო მოხელეთა გადამზადება (კვალიფიკაციის ამაღლება);

მ) უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესე­ბულებების სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთა­ნავე.

პრემიერ-მინისტრი                                                          ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია