საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების რატიფიკაციის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
რატიფიცირებულ იქნეს „საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ“ 1997 წლის 22 აპრილის შეთანხმება.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე ე. სურმანიძე
თბილისი,
1997 წლის 26 ნოემბერი.
№1125–Iს