საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ
„საქართველოს პარლამენტის კომიტეტების შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 1 დეკემბრის კანონის (პარლამენტის უწყებანი, 1996 წ., №002) 22-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში შეიქმნას რეგიონალური თანამშრომლობის და საერთაშორისო პოლიტიკისა და ანალიზის ქვეკომიტეტი.
2. გაუქმდეს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დსთ-ის ქვეყნებთან ურთიერთობის ქვეკომიტეტი.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე ე. სურმანიძე
თბილისი,
1997 წლის 12 ნოემბერი.
№1083–I ს