საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში
ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს პარლამენტის უწყებები 1994 წ.,N 20 მუხ. 428) 29-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"საქართველოს პარლამენტის სესია შედგება პლენარული და კომიტეტების სხდომებისაგან და იგეგემება ორკვირიანი ციკლით, კვირამონაცვლეობით პირველი კვირა ეთმობა პლენარულ სხდომებს, რომლებიც ტარდება სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს, მეორე - კომიტეტების მუშაობას და ადგილებზე ამომრჩევლებთან შეხვედრებს".
II. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია.
თბილისი,
1997 წლის 2 სექტემბერი.
N 827 - Iს