„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
456
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1996-10-29
გამოქვეყნების თარიღი
1996-11-21
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ ამოქმედდეს 1997 წლის 1 თებერვლიდან.

2. ეთხოვოს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე შეიმუშაოს და საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს:

ა) „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ინფორმაციის მიკუთვნებისა და დაცვის წესი“;

ბ) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელმწიფო ინსპექციის დებულება და სტრუქტურა;

გ) სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხა;

დ) იმ თანამდებობის პირთა ნუსხა, რომელთაც აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებისათვის კონკრეტული ინფორმაციის მიკუთვნების უფლებამოსილება;

ე) იმ თანამდებობის პირთა ნუსხა, რომელნიც უფლებამოსილი არიან გასცენ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე ზ. ჟვანია

თბილისი,

1996 წლის 29 ოქტომბერი.

№456–Iს

კრებსითი — სრული ვერსია