საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 31 იანვრის დადგენილების მე-3 პუნქტში სიტყვები „1996 წლის 1 ივნისიდან“ შეიცვალოს სიტყვებით „1997 წლის 1 ივლისიდან“.
2. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს გადაწყვიტოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განთავსების საკითხი და 1997 წლის ბიუჯეტის კანონპროექტში გაითვალისწინოს ქალაქ მცხეთაში საკონსტიტუციო სასამართლოს შენობის რეკონსტრუქცია-გაფართოებისათვის საჭირო ფინანსები.
3. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრის მიერ ფიცის დადების დღიდან.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ზ. ჟვანია
თბილისი,
1996 წლის 25 ივნისი.
№294–IIს