საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„იძულებითი შრომის გაუქმების შესახებ“ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ჟენევის 1957 წლის კონვენციასთან შეერთების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. შეუერთდეს საქართველო „იძულებითი შრომის გაუქმების შესახებ“ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ჟენევის 1957 წლის კონვენციას.
2. დაევალოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აცნობოს ამის შესახებ შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალურ დირექტორს.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ზ. ჟვანია
თბილისი,
1996 წლის 16 მაისი.
№234 –II ს