საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„უცხოური ინვესტიციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს კანონი „უცხოური ინვესტიციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. მიეცეს რეკომენდაცია აღმასრულებელ ხელისუფლებას „უცხოური ინვესტიციების შესახებ“ ახალი კანონპროექტის შემუშავებისას უცხოური ინვესტიციების ლიცენზირების წესის ნაცვლად გაითვალისწინოს ინვესტიციების რეგისტრაციის წესი.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია
თბილისი,
1996 წლის 14 მაისი.
№214 –IIს.