საქართველოს არმიის დღის დაწესების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
198
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1996-04-30
გამოქვეყნების თარიღი
1996-04-30
სარეგისტრაციო კოდი
0000000000000000000000
საქართველოს არმიის დღის დაწესების შესახებ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს არმიის დღის დაწესების შესახებ

ქვეყნის დაცვისათვის მოსახლეობის მუდმივი მზადყოფნის, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მხედრული სულის გაძლიერების, არმიის ერთიანობის განმტკიცებისა და სამხედრო მოსამსახურეების სამშობლოსადმი სიყვარულის გრძნობით აღზრდის მიზნით საქართველოს პარლამენეტი ადგენს:

1. დაწესდეს „საქართველოს არმიის დღე“.

2. „საქართველოს არმიის დღე“ აღინიშნოს ყოველი წლის 30 აპრილს.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე ზ. ჟვანია.

 

თბილისი,

1996 წლის 30 აპრილი.

№198 –II ს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია