„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
137
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1996-03-07
გამოქვეყნების თარიღი
1996-03-27
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე

საქართველოს პარლამენტის დადგენილება 

„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე

 საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს კანონი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2.დაცული ტერიტორიების, ნაკრძალების და სამონადირეო მეურნეობის მთავარმა სამმართველომ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით:

ა) კანონის ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში შეუსაბამოს მას არსებული დაცული  ტერიტორიების კატეგორიები, მათი დებულებები, აკრძალული და დაშვებული საქმიანობის რეგულირებისა და სტიქიური უბედურების დროს მოქმედი წესები.

ბ) 1996 წლის ივნისამდე მოამზადოს და პარლამენტს განსახილველად წარუდგინოს წინადადებები დაცულ ტერიტორიებზე დაშვებული საქმიანობის დაბეგვრის, დაჯარიმებისა და კომპენსაციის ამოღების, აგრეთვე ამ შემოსავლისა და შემოწირულობის მოხმარების წესის შესახებ.

 საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე ზ. ჟვანია

 თბილისი,

1996 წლის 7 მარტი.

№137 - IIს

კრებსითი — სრული ვერსია