საქართველოს რაიონის (ქალაქის) სასამართლოების მსაჯულთა უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
531
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1996-03-01
გამოქვეყნების თარიღი
1986-04-04
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
საქართველოს რაიონის (ქალაქის) სასამართლოების მსაჯულთა უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს რაიონის (ქალაქის) სასამართლოების მსაჯულთა უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ

 საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. „საქართველოს რესპუბლიკის რაიონის (ქალაქის) სასამართლოების მსაჯულთა არჩევნებისა და გაწვევის წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 20 მარტის კანონის (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., № 3 მუხ. 249) შესაბამისად არჩეულ საქართველოს რაიონის (ქალაქის) სასამართლოების მსაჯულებს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდეთ 1997 წლის 1 ივნისამდე.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე                        ზ. ჟვანია

 თბილისი,

1996 წლის 12 დეკემბერი.

№531-I ს

კრებსითი — სრული ვერსია