საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 2 ივლისის კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993 წ., №9, მუხ. 156) „საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს შესახებ“.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ზ. ჟვანია
თბილისი,
1996 წლის 24 იანვარი.