საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„ადამიანის რესურსების განვითარების სფეროში პროფესიული ორიენტაციისა და პროფესიული მომზადების შესახებ“ საერთაშორისო კონვენციასთან საქართველოს რესპუბლიკის შეერთების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს :
1. საქართველოს რესპუბლიკა შეუერთდეს „ადამიანის რესურსების განვითარების სფეროში პროფესიული ორიენტაციისა და პროფესიული მომზადების შესახებ“ ჟენევის 1975 წლის საერთაშორისო კონვენციას.
2. ამის შესახებ ეცნობოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.
საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვ. გოგუაძე
თბილისი,
1995 წლის 4 მაისი.
№739-11ს