„ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის გადასახადის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
705
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1995-04-04
გამოქვეყნების თარიღი
1995-04-04
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
„ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის გადასახადის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე

საქართველოს პარლამანეტის დადგენილება

„ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის გადასახადის შესახებ“  საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე

 საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. „ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის გადასახადის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონი ამოქმედდეს 1995 წლის 1 აპრილიდან.

2. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს შეიმუშაოს და დაამტკიცოს ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქციის ნუსხა და მათი წარმოებისა და რეალიზაციის გადასახადის ტარიფები.

3. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციას უზრუნველყოს ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციისათვის დაწესებული გადასახადის დროული და სრული ამოღება.

 

საქართველოს პარლამენტის სპიკერი                               ვახტანგ გოგუაძე

თბილისი,

1995 წლის 4 აპრილი

კრებსითი — სრული ვერსია