საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო სამსახურის კანონის“ თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოს სამსახურის კანონი“ ამოქმედდეს 1995 წლის 1 სექტემბრიდან.
2. ეთხოვოს საქართველოს სახელმწიფო მეთაურს მითითებულ ვადამდე დაამტკიცოს ამ კანონით გათვალისწინებული ნორმატიული აქტები.
3. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს ამ კანონს შეუსაბამოს საქართველოს რესპუბლიკის ნორმატიული აქტები; პარლამენტს ა.წ. 1 სექტემბრამდე წარმოუდგინოს მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის წინადადებანი.
4. ამ დადგენილების შესრულების კონტროლი დაევალოს პარლამენტის იურიდიულ კომისიას (შ. ნათელაშვილი).
საქართველოს პარლამენტის
სპიკერი ვ. გოგუაძე
თბილისი,
1995 წლის 29 ივნისი
№773-IIს