„საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კანონის“ თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
764
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1995-06-23
გამოქვეყნების თარიღი
1995-06-23
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
„საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კანონის“ თაობაზე

 საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კანონის“ თაობაზე

 საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. „საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კანონი“ ამოქმედდეს 1995 წლის 1 ივლისიდან.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს შემდეგი საკანონმდებლო აქტები:

საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 2 აგვისტოს კანონი „საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის შესახებ“; საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 2 აგვისტოს კანონი „საქართველოს რესპუბლიკაში ფულად-საკრედიტო რეგულირების შესახებ“;

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 2 აგვისტოს დადგენილება იმ ნაწილში, რომელიც შეეხება მხოლოდ „საქართველოს რესპუბლიკაში ფულად-საკრედიტო რეგულირების შესახებ“ და „საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონების სამოქმედოთ შემოღების წესს;

საქართველოს პარლამენტის 1993 წლის 10 ივნისის დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში დამატების შეტანის თაობაზე“.

3. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა და საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულმა ბანკმა „საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კანონს“ შეუსაბამონ კანონქვემდებარე აქტები.

4. ეთხოვოს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს, „საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კანონის“ შესაბამისად, ერთი თვის ვადაში დასამტკიცებლად წარმოადგინოს საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურა.

საქართველოს პარლამენტის

სპიკერი ვ. გოგუაძე

 თბილისი,

1995 წლის 23 ივნისი.

№ 764-ა IIს

კრებსითი — სრული ვერსია