სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ უკანონო აქტებთან ბრძოლის საერთაშორისო კონვენციასთან შეერთების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
353
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1993-12-07
გამოქვეყნების თარიღი
1993-12-07
სარეგისტრაციო კოდი
480.370.000.09.001.000.019
სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ უკანონო აქტებთან ბრძოლის საერთაშორისო კონვენციასთან შეერთების თაობაზე

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინაღმდეგ მიმართულ უკანონო აქტებთან ბრძოლის საერთაშორისო კონვენციასთან შეერთების თაობაზე 

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს რესპუბლიკა შეუერთდეს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ უკანონო აქტებთან ბრძოლის საერთაშორისო კონვენციას.

დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ აცნობოს ეს რუსეთის ფედერაციას, ამერიკის შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის მთავრობებს.

2. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში კონვენციის ნორმათა ტრანსფორმირებისათვის.

საქართველოს პარლამენტის

სპიკერის მოადგილე ვ. რჩეულიშვილი

თბილისი,

1993 წლის 7 დეკემბერი

კრებსითი — სრული ვერსია