„საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი დროის ათვლის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
379
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-09-09
გამოქვეყნების თარიღი
2004-09-09
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.05.002.003
„საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი დროის ათვლის შესახებ”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №379

2004 წლის 9 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი დროის ათვლის შესახებ

1. ევროპის ქვეყნების მიერ საზაფხულო დროის შემოღებისა და გაუქმების შეთანხმებული ვადების (ბრიუსელი, 2001 წლის იანვარი) გათვალისწინებით 2004 წლის 31 ოქტომბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაუქმდეს საზაფხულო დრო (03 საათზე მოხდეს საათის ისრების გადაწევა ერთი საათით უკან).

2. ნება დაერთოთ საქართველოს სამინისტროების, უწყებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მიზანშეწონილობის შემთხვევაში, საზაფხულო დროის გაუქმების პერიოდში სამუშაო დრო შეამცირონ ერთი საათით, საღამოს საათების ხარჯზე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია