„სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა ვადამდე დათხოვნის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
639
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-12-31
გამოქვეყნების თარიღი
2005-01-12
სარეგისტრაციო კოდი
120.260.060.08.002.003
„სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა ვადამდე დათხოვნის შესახებ”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №639

2004 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა ვადამდე დათხოვნის შესახებ

საქართველოს სამხედრო ძალებში მიმდინარე რეფორმების გათვალისწინებით, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად ვადამდე იქნენ დათხოვნილი სამხედრო ძალებიდან რეზერვში ჩარიცხვით:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარში (თავდაცვის სამინისტროსათვის გადაცემული ქვედანაყოფები) და შეიარაღებულ ძალებში 2003 წლის საგაზაფხულო, საშემოდგომო და 2004 წლის საგაზაფხულო გაწვევაზე გაწვეული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში 2003 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო გაწვევაზე გაწვეული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 იანვრის №10  ბრძანებულება - სსმ III, №3, 13.01.2005  წ., მუხ.27

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 იანვრის №10  ბრძანებულება - სსმ III, №3, 13.01.2005  წ., მუხ.27

 

კრებსითი — სრული ვერსია