საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №625
2004 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
ა) „საავტომობილო ბენზინების ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 14 მაისის №211 ბრძანებულება;
ბ) „თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობისა და შეფუთვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 31 ივლისის №372 ბრძანებულება.
მ. სააკაშვილი