საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საბავშვო ბაღის „იმედის“ შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
613
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-12-27
გამოქვეყნების თარიღი
2004-12-27
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.003
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საბავშვო ბაღის „იმედის“ შექმნის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №613

2004 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საბავშვო ბაღის „იმედის“ შექმნის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საბავშვო ბაღი „იმედი“ (შემდგომში  – „იმედი“)

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ივ. მერაბიშვილი) ერთ თვეში შეიმუშაოს და დაამტკიცოს „იმედის“ წესდება და დანიშნოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (ხელმძღვანელი).

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „იმედს“ გადასცეს შესაბამისი ქონება კანონმდებლობით დაგენილი წესით.

4. „იმედის“ სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია