,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფონდის რეორგანიზაციის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 ნოემბრის №530 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
604
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-12-19
გამოქვეყნების თარიღი
2004-12-21
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.003
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფონდის რეორგანიზაციის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 ნოემბრის №530 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ”

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №604

2004 წლის 19 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფონდის რეორგანიზაციის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 ნოემბრის №530 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფონდის რეორგანიზაციის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 ნოემბრის №530 ბრძანებულებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 2004 წ., №137, მუხ. 1227) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეორგანიზებულ იქნეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 აგვისტოს №332 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფონდი და მის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი (შემდგომში – ცენტრი).“.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია