საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №565
2004 წლის 7 დეკემბერი
ქ. თბილისი
„გ. კომბეგაშვილის და გ. ჯიქიძის III ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით დაჯილდოების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 ივნისის №279 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება „გ. კომბეგაშვილის და გ. ჯიქიძის III ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით დაჯილდოების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 ივნისის №279 ბრძანებულებაში და დაჯილდოებულ გია კომბეგაშვილის ნაცვლად მიეთითოს გია ყამბეგაშვილი.
მ. სააკაშვილი