საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №553
2004 წლის 30 ნოემბერი
ქ. თბილისი
ზ. ნოღაიდელისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე
მიენიჭოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს უფლებამოსილება, რომ გამართოს მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის რუსეთის ფედერაციის მიერ ადრე გაცემული კრედიტებით წარმოქმნილი საქართველოს ვალის დარეგულირების შესახებ შეთანხმების“ ტექსტის მიღების მიზნით და ხელი მოაწეროს მას.
მ. სააკაშვილი