შეთანხმება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი
-
მიმღები ორგანო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2008-03-21
გამოქვეყნების თარიღი
2008-04-23
სარეგისტრაციო კოდი
480210000.03.030.000692
შეთანხმება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ

შეთანხმება

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა და საქართველოს მთავრობა (საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება), ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობებისა და ეკონომიკურ-ტექნიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მიზნით, შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1

საქართველოს მთავრობის საჭიროების შესაბამისად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა თანახმაა გამოუყოს საქართველოს მთავრობას უსასყიდლო დახმარება 20 მილიონი Renminbi იუანის ოდენობით (მხოლოდ ოცი მილიონი RMB იუანის ოდენობით).

მუხლი 2

ზემოაღნიშნული უსასყიდლო დახმარება გამოყენებული უნდა იყოს ქვეყნის მთავრობას შორის შეთანხმებული ეკონომიკურ-ტექნიკური პროექტების განსახორციელებლად, რომელთა კონკრეტული საკითხები განხილული და შეთანხმებული იქნება მხარეების მიერ.

მუხლი 3

აღნიშნული ხელშეკრულების შესრულებისთვის საჭიროა საბუღალტრო პროცედურები შეთანხმებული იქნება ჩინეთის განვითარების ბანკსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის.

მუხლი 4

ხელშეკრულება ძალაში შედის ორი მხარის მიერ ხელმოწერის დღიდან და ძალაშია მხარეების მიერ აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებამდე.

ხელმოწერილია თბილისში, 2008 წლის 21 მარტს, ორ ეგზემპლარად, ჩინურ, ქართულ და ინგლისურ ენებზე. თითოეულ მხარესთან ინახება ერთი ორიგინალი. სამივე ტექსტს გააჩნია თანაბარი ძალა.

 

ჩინეთის სახალხო

რესპუბლიკის მთავრობის

სრულუფლებიანი

წარმომადგენელი

(ხელმოწერილია)

საქართველოს მთავრობის

სრულუფლებიანი

წარმომადგენელი

(ხელმოწერილია)

 

კრებსითი — სრული ვერსია