საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილისათვის ევროკავშირის პროგრამების ეროვნული კოორდინატორის ფუნქციების დაკისრების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
543
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-11-27
გამოქვეყნების თარიღი
2012-11-05
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.08.002.003
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილისათვის ევროკავშირის პროგრამების ეროვნული კოორდინატორის ფუნქციების დაკისრების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №543

2004 წლის 27 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილისათვის ევროკავშირის პროგრამების ეროვნული კოორდინატორის ფუნქციების დაკისრების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 200 5 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულება № 751 -სსმ III, № 110 , 20 . 09 .200 5 წ; მუხ. 1211

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 5 ნოემბრის ბრძანებულება №1018 – ვებგვერდი, 05.11.2012წ.

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს ალექსი პეტრიაშვილს დაეკისროს ევროკავშირის პროგრამების ეროვნული კოორდინატორის ფუნქციები:

ა) ევროკავშირის პროგრამების დაგეგმვა-განხორციელებაში ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებთან საქართველოს სახელმწიფო უწყებების ურთიერთობათა კოორდინაცია;

ბ) ევროკავშირის პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ევროკავშირის მხარესთან მოლაპარაკების გამართვა და კოორდინაცია;

გ) ევროკავშირის პროგრამებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებათა ხელმოწერა კანონით დადგენილი წესით;

დ) ევროკავშირის პროგრამების განხორციელების მონიტორინგი;

ე) ევროკავშირის პროგრამების განხორციელებისათვის საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებისა და შეღავათების რეალიზაციის ხელშეწყობა.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულება №751-სსმ III, №110, 20.09.2005წ; მუხ.1211

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 5 ნოემბრის ბრძანებულება №1018 – ვებგვერდი, 05.11.2012წ.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 200 5 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულება № 751 -სსმ III, № 110 , 20 . 09 .200 5 წ ., მუხ. 1211

2 . საქართველოს პრეზიდენტის 20 12 წლის 5 ნოემბრის ბრძანებულება № 1018 – ვებგვერდი, 05 . 11 .20 12 წ .

 

კრებსითი — სრული ვერსია