საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №526
2004 წლის 19 ნოემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 24 ივნისის ბრძანებულება №4 90 - ვებგვერდი, 27.06.2013წ.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი (შემდეგში - თეატრი).
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 24 ივნისის ბრძანებულება №4 90 - ვებგვერდი, 27.06.2013წ.
2. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ:
ა) უზრუნველყოს თეატრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა;
ბ) განახორციელოს თეატრის სახელმწიფო კონტროლი.
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 24 ივნისის ბრძანებულება №4 90 - ვებგვერდი, 27.06.2013წ.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (კ. ბენდუქიძე) გააფორმოს თეატრთან ხელშეკრულება თეატრისათვის თბილისში, ქეთევან წამებულის ქ. №8-ში მდებარე შენობის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 5 აპრილის ბრძანებულება №235-სსმIII, №48, 07 .0 4 .200 6 წ ., მუხ. 599
2 . საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 4 ივნისის ბრძანებულება № 4 90 - ვებგვერდი, 27 .0 6 .2013წ.