„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავის“ შექმნის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
523
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-11-18
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-02
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.003
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავის“ შექმნის შესახებ”

(ძალადაკარგულია - 02.02.2015, №34)

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №523

2004 წლის 18 ნოემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავის“ შექმნის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“ (შემდგომში – ანსამბლი).

2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი):

ა) განახორციელოს ანსამბლის სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს ანსამბლის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (კ. ბენდუქიძე) გააფორმოს ანსამბლთან ხელშეკრულება შესაბამისი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ, ხოლო მოძრავი ქონება ანსამბლს გადაეცეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია