საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №535
2004 წლის 25 ნოემბერი
ქ. თბილისი
ი. ოქრუაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს საქართველოს მთავრობასა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს „საჭიროებათა შეფასება და ეუთოს მიერ პოლიციის დახმარების პროგრამის ფორმულირება“.
მ. სააკაშვილი